ცნობილია - როდის გამართავს ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას? » სპორტის ხაზი

ცნობილია - როდის გამართავს ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას?

ცნობილია - როდის გამართავს ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას?
17-02-2023, 18:41
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანური პოდკასტის WEBPOSITTER-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ილიამ მომდევნო სავარაუდო ბრძოლის თარიღიც დაასახელა.

"ბრძოლას სავარაუდოდ მაისში ჩავატარებ. გარკვეული ჯერ არაფერია, თუმცა დიდია ალბათობი ასე მოხდეს. ალბათ, მსუბუქ წონაში ვიჩხუბებ და არა ქვემსუბუქში. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს, ის დივიზონის ტოპ 15-ის წევრი იქნება", - განაცხადა ილიამ.

ცნობისთვის, ბოლოს თოფურიამ UFC 282-ზე ბრაის მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა და კარიერაში მე-13 გამარჯვებაც იზეიმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი