"მანჩესტერი ფულის მანქანაა და მას გამოცდილება აკლია" - ერიკ კანტონა » სპორტის ხაზი

"მანჩესტერი ფულის მანქანაა და მას გამოცდილება აკლია" - ერიკ კანტონა

"მანჩესტერი ფულის მანქანაა და მას გამოცდილება აკლია" - ერიკ კანტონა
26-09-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

The Athletic-თან საუბრისას, ერიკ კანტონამ "მანჩესტერის" შესახებ ისაუბრა და მას ფულის საბეჭდი მანქანა უწოდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ, "მეფე ერიკი" "მანჩესტერის" მაშინდელ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს, კერძოდ ედ ვუდვორდს შეხვდა და ახალ როლზე, ფუნქციონირების ახალ ტიპზე ესაუბრა, თუმცა თანხმობა არაფერზე მიუღია.

"შარშან, კლუბს განვუმარტე, რომ ფუნქციონირების გზა და ხერხები შეეცვალა, სადაც ჩემი თავი შევთავაზე, თუმცა მათგან უარი მივიღე. შესაძლოა, ედ ვუდვორდი მარკეტინგში ძლიერი იყოს, მაგრამ ფეხბურთში ნამდვილად არა. ვფიქრობ, იუნაიტედი ფულის საბეჭდ მანქანას დაემსგავსა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს, როდესაც საქმე მოედანს და ფეხბურთელებს ეხება. ჩემი აზრით, აუცილებელია გუნდს ცალ-ცალკე ჰყავდეს თავმდჯომარე, მარკეტინგისა და ფეხბურთის პრეზიდენტები, ამ უკანასკნელად კი საკუთარი თავი მოვიაზრე, მაგრამ მათგან უარი მივიღე. ვფიქრობ, მანჩესტერში საჭიროა ვინმე ისეთი, ვინც კლუბსა და ზოგადად, სპორტის ამ სახეობას კარგად იცნობს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, რაც სერ ალექსი წავიდა, გუნდს ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა შემოსავალი გაორმაგდა. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ფული არსებობს, მაგრამ მისი სწორად ხარჯვაა საჭირო. თუ კლუბში მარკეტინგი და ფეხბურთმცოდნეობა მაღალ დონეზე იქნება, მაშინ შემოსავალი გაორმაგების ნაცვლად, გასამმაგდება! გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ მანჩესტერის წარმატებისთვის ყველაფერი ვცადე, თუმცა მათ უბრალოდ არ სურთად ჩემთან თანამშრომლობა", - ერიკ კანტონა.

აღსანიშნავია, რომ ედ ვუდვორდის წასვლისა და რიჩარდ არნოლდის დანიშვნის შემდეგ, "იუნაიტედმა" 216 მილიონი დოლარი დახარჯა, კლუბისთვის შესაფერისი ფეხბურთელები შეიძინა, რასაც თამაშის ხარისხისა და მიღებული შედეგის გამოსწორება ავტომატურად მოჰყვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი