"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი ხალხის გულშია" | Napolipiu » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი ხალხის გულშია" | Napolipiu

"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელი ხალხის გულშია" | Napolipiu
26-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ჯერ იყო ტრავმა, შემდეგ გრიპი, რომელმაც ყველა ჩვენგანი დათრგუნა. მიუხედავად ამისა, უკვე მეორე დღეა იტალიური წყაროები გვიდასტურებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და მომდევნო შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

ამჯერად, არა მის ტაქტიკურ თუ ტექნიკურ განსწავლულობაზე, არამედ ხვიჩასადმი ნეაპოლელი ხალხის დამოკიდებულებაზე დავწერთ, რომელსაც ადგილობრივი ვებგვერდი, კერძოდ Napolipiu განავრცობს:

"ხვიჩა კვარაცხელია ქალაქ ნეაპოლის გულში შევიდა. გულშემატკივრები მისი დანახვისას, ფაქტობრივად გიჟებს ჰგვანან. ეს ის ბიჭია, რომლისადმიც გაღებული 10 მილიონი ევრო, პრაქტიკულად ყველა სატრანსფერო ბაზარზე მყოფმა კლუბმა დიდ შეცდომად მიიჩნია. დინამო ბათუმის ყოფილი მოთამაშის გამოჩენისას ეიფორია ყველგან იგრძნობა. მაგალითად, დღეს საკმარისი იყო ნაპოლის სავარჯისო სესიიდან მისი ფოტო გამოექვეყნებინა, რომელიც ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა უმალვე აიტაცეს და ყველგან გააზიარეს, ამ ფოტოს საოცარი რაოდენობის მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა." - წერს იტალიური ვებგვერდი.

ალბათ, საყვარელი სპორტსმენისადმი მხარდაჭერით მსოფლიოში ვერავინ გაგვაკვირვებს, თუმცა ის კი ცხადია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჟოზე მოურინიოს რომას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი