გატუზო: "კურტუა? მამარდაშვილმაც შესანიშნავი ბურთები აიღო" » სპორტის ხაზი

გატუზო: "კურტუა? მამარდაშვილმაც შესანიშნავი ბურთები აიღო"

გატუზო: "კურტუა? მამარდაშვილმაც შესანიშნავი ბურთები აიღო"
13-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

ჯენარო გატუზომ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "რეალთან“ მარცხის შემდეგ მედიასთან საუბრისას "ვალენსია" შეაქო.

„ჩემი გუნდით და ნაჩვენები თამაშით ძალიან ვამაყობ. ძლიერი მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ. ზუსტად ეს დაგვაკლდა კადისთან მატჩში. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი დიდი გუნდის წინააღმდეგ 120 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ.

არ ვიცი ჩემი გუნდი მეტოქეზე უკეთესი იყო, თუ უარესი. ტაქტიკურად სრულიად განსხვავებული შემადგენლობით მოვემზადეთ, ვიდრე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვაკეთებდით, როცა ორი ნახევარმცველით ვთამაშობდით. გოლის გატანის შანსები გვქონდა და კარგად ვითამაშეთ.

კურტუა? ის არის მეკარე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. დღეს ჩემმა მეკარემაც 4-5 ძალიან კარგი ბურთი მოიგერია. არ გაგვიმართლა. ჩემი კარიერის განმავლობაში პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა დღეს არ გაგვიმართლა“- განაცხადა ჯენარომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.