"ხვიჩასთვის მარადონობის ტვირთი ნაადრევი იყო" | იტალიელი ფსიქოლოგი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასთვის მარადონობის ტვირთი ნაადრევი იყო" | იტალიელი ფსიქოლოგი

"ხვიჩასთვის მარადონობის ტვირთი ნაადრევი იყო" | იტალიელი ფსიქოლოგი
11-01-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო რამდენიმე თამაშის განმავლობაში, ყველა ვხედავთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მინდორზე ჩვეული ოსტატობისა და მოხერხებულობის გამოვლენა უჭირს.

ცხადია, ქართველი ფეხბურთელის შედარებითი რეგრესი ბევრი მიზეზით აიხსნება, ერთ-ერთი კი მენტალური და ფსიქოლოგიური წნეხია, რომელსაც ხვიჩა გულშემატკივრებისგან განიცდის.

სწორედ ამ საკითხს განავრცობს იტალიელი ექიმი, მიკელე მარცულო, რომლის აზრითაც ქართველი შემტევის მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიურ არამდგრადობაშია:

"ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევა ასე აიხსნება: მასზე ყველა ფიქრობდა, რომ ახალი მარადონა იყო და იმის გაკეთება შეეძლო, რასაც დიეგო ნაპოლისთვის აკეთებდა, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე გადაჭარბებული შეფასება გახლდათ, რამაც ცრუ იმედები გააჩინა. რაც ყველაზე მთავარია, ამის ფონზე ქართველ ფეხბურთელს დიდი წნეხი დააწვა, რომელთანაც გამკლავება ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ მოახერხა. ასევე, ასეთმა მოლოდინებმა ხვიჩას უბიძგა, რომ მოედანზე ყველაფერი მარტომ აკეთოს, რაც გუნდური თამაშისგან ძალიან დაშორებულია." - აღნიშნა მარცულომ Radio Punto Nuovo-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი