დღეს იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში "კრემონეზე" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. მასიმილიანო ალვინის მიერ გაწვრთნილი კლუბი კვლავ მოგების გარეშეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მოედანზე 82 წუთის მანძილზე ითამაშა. მან Sofascore-სგან 6.2 ქულა მიიღო. ლუკამ აღნიშნულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, პასების სიზუსტის მაჩვენებელი 60.9% ჰქონდა. სამწუხაროდ ქართველის იტალიურ კარიერაში "ვერონასთან" შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.
"კრემონეზე" მომდევნო ტურში შინ "მონცას" მიიღებს, რომელიც ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.