ATP-მ ბრიტანეთი დააჯარიმა | საქმე რუსეთის სასიკეთოდ გაკეთდა? » სპორტის ხაზი

ATP-მ ბრიტანეთი დააჯარიმა | საქმე რუსეთის სასიკეთოდ გაკეთდა?

ATP-მ ბრიტანეთი დააჯარიმა | საქმე რუსეთის სასიკეთოდ გაკეთდა?
7-12-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბრიტანეთის საჩოგბურთო ასოციაციამ (LTA), მიმდინარე წელს ქვეყანაში გამართულ ტურნირებზე როგორც რუს, ისე ბელორუსიელ სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე უარი უკრაინაში წარმოებული ომის გამო უთხრა, რის გამოც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP), ბრიტანული მხარე 1 000 000$-ით დააჯარიმა.

"იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ATP-მ მიიღო იმედგაცრუებულები ვართ, რადგანაც მათ საქციელში საერთოდ არ ჩანს ის რეაქცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის წამოწყების თაობაზე ყველას ერთად უნდა გვქონოდა. ATP მისი წესების დარღვევაზე საუბრობს, თუმცა, გასაკვირია, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის რეალობას, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. ვიმსჯელებთ თუ რა შეიძლება იყოს ჩვენი პასუხი და აპელაციის შედეგებსაც მოთმინებით დაველოდებით." - ვკითხულობთ ბრიტანელთა განცხადებაში.

ცნობისთვის, ადრე დიდი ბრიტანეთის საჩოგბურთო ასოციაცია მსგავსი სახით ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამაც (WTA) დასაჯა. რაც შეეხება ATP-ს, ის დამატებით იმუქრება, რომ თუკი მსგავსი რამ მომდევნო წელსაც განმეორდება, მაშინ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია ბრიტანელთა დისკვალიფიკაციაზე იმსჯელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი