საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტამდე მზადების პროცესს ამხანაგური მატჩებით იწყებს. ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის პირველი საკონტროლო შეხვედრის თარიღი და მეტოქე უკვე ცნობილია.
4 აგვისტოს, იურმალაში, ქართველები ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩის გამართვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა როგორც FIBA-მ, ასევე ისრაელის კალათბურთის ფედერაციამ.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. ტურნირს ოთხი ქვეყანა — კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი — უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მასპინძელ კვიპროსთან ერთად ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ძლიერი გუნდები ელიან.