თსუ-მ და ქუთაისმა ნახევარფინალური სერიები გამარჯვებით დაიწყეს » სპორტის ხაზი

თსუ-მ და ქუთაისმა ნახევარფინალური სერიები გამარჯვებით დაიწყეს

თსუ-მ და ქუთაისმა ნახევარფინალური სერიები გამარჯვებით დაიწყეს
გუშინ, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები დაიწყო. საქართველოს ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის, რომლებმაც დღეს ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გამართეს. ქუთაისში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა, დიღმის არენაზე კი თსუ-მ გურჯაანის დელტა მიიღო.

მივყვეთ ქრონოლოგიურად და თბილისური მატჩის შესახებ ვთქვათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. გურჯაანის დელტამ თსუ-ს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეხვედრა 23-ქულიანი სხვაობით – 89:66 (სტატისტიკა) დასრულდა.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს. საწყის მეოთხედში დელტამ მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო, რაც თსუ-ს დაცვის დამსახურება გახლდათ. ათწუთეული 22:7 დასრულდა, რის შემდეგაც სხვაობა თამაშის ბოლომდე 10-15 ქულის ფარგლებში მერყეობდა და ბოლო წუთებზე 20 ქულას გადააჭარბა.

თამაშის ბოლო წუთებზე მოედანზე სათადარიგო თინეიჯერები გამოჩნდნენ, რადგან შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე გვარიანად ადრე გადაწყდა. გამარჯვებულთაგან 19 ქულით დევონტრე ტომასი გამოირჩა. ალექსანდრე ფევაძემ მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. დელტაში 16-16 ქულით სკაილარ პოტერი და საბა ლობჯანიძე გამოირჩნენ.

სერიაში 1:0 დაწინაურდა თსუ. მეორე მატჩი ისევ თბილისში, 9 მაისს გაიმართება. ფინალის საგზურს მოიპოვებს ის გუნდი, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მიაღწევს.

ქუთაისმაც იოლად მოიგო, თუმცა საბოლოო ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 8 ქულაა. ქუთაისმა უძლიერესად ჩაატარა პირველი პერიოდი, რომელიც 34:11 მოიგო და შეხვედრის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. მეორე პერიოდში ქუთაისელებმა ლიდერობა 26 ქულამდე გზარდეს, ხოლო მესამე ათწუთულში ანგარიშში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია.

ზესტაფონელთა ლეგიონერმა, მალიკ მარტინმა მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა და 44 ქულა დააგროვა, თუმცა მხოლო მისი გარჯა საქმეს არ ეყო. ქუთაისელებმა ბოლო პერიოდი 15 ქულით დათმეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც 8 ქულით – 108:100 (სტატისტიკა) იმრჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას დესწრო ეროვნული ნაკრებისა ორლანდო მეჯიქის წევრი, გოგა ბითაძე, რომელიც ზესტაფონის მარგვეთის მსუბუქი ფორვარდის, ვახტანგ გაფრინდაშვილის ძველი თანაგუნდელი ბავშვბის მეგობარია.

ამ წყვილში ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც 9 მაისს, კვლავ გაიმართება.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი