თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

თორნიკე შენგელია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს
7-05-2025, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას ესპანეთის სახელგანთქმულ კლუბ "ბარსელონაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მიხედვით, 32 წლის ქართველმა ფორვარდმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კატალონიურ კლუბთან სამწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდა — კონტრაქტი გაფორმებულია ფორმულით 2+1 წელი.

შენგელია უკანასკნელ ორ სეზონში იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ "ვირტუს ბოლონიაში" ასპარეზობდა, სადაც გამორჩეული სტატისტიკა აჩვენა. გასულ სეზონში მისი საშუალო მაჩვენებლები იყო: 15.6 ქულა, 5 მოხსნა და 2.7 შედეგიანი გადაცემა თითო მატჩში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი