'ის უცხოპლანეტელია' - საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობა მბაპეზე გადის » სპორტის ხაზი

'ის უცხოპლანეტელია' - საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობა მბაპეზე გადის

'ის უცხოპლანეტელია' - საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობა მბაპეზე გადის
6-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ ბევრს რომ ჰკითხოთ საფეხბურთო სამყაროში ბოლო წლების აღმოჩენად ვინ მიგაჩნიათო, უმატესობა კილიან მბაპესკენ გაიშვერს ხელს, ფეხბურთელისკენ, რომელმაც ბოლო 2-3 წელიწადში დაგვიმტკიცა, რომ თავისუფლად შეუძლია მესის და რონალდოს გვარის გაგრძელება.

'მონაკოს' რიგებში ყოფნისას მის თამაშებს თუ დააკვირდებოდით ბევრი ამბობდა, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი როგორც კლუბისთვის, ისევე ნაკრებისთვის გამარჯვების მომტანი კარის მთავარი გასაღები იქნებოდა.

განსაკუთრებით საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ბოლოს 20 წლის წინ იზეიმა და ახლაც სურდა იმ ემოციების გაზიარება, რომელიც მათ 1998 წელს განიცადეს. 2018 წლის გამარჯვების გუნდის მთავარი შემოქმედი კი 18 წლის ბიჭი გახლდათ, რომელსაც იმ გათამაშებაში 4 გოლის გატანა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

'ის უცხოპლანეტელია' - საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობა მბაპეზე გადის

კილიან მბაპე 2018 წლის მუნდიალის ნათელი წერტილი იყო

ოთხი წლის შემდეგ ტრამვიანობის ფონზე გამარჯვების გზა კილიან მბაპეზე გადის, რომელიც ნაკრებს ლიდერობს და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ საფეხბურთო მომავალი განსაკუთრებული ადამიანის ხელშია.

'პსჟ' - ს შემტევი საქმეში პირველივე შეხვედრაში ჩაერთო, როდესაც ავსტრალიას ჯერ ულამაზესი თავური გოლი გაუტანა და რამდენიმე წუთში ოლივიე ჟირუზე საგოლე გადაცემაც მიიწერა. დანიასთან იყო კიდევ ერთი გამობრწყინება, სადაც კილიანმა ორი გოლი გაიტანა და გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მორიგი სამი ქულა მოუპოვა. ტუნისთან მატჩის უმეტესი ნაწილი 22 წლის ფეხბურთელმა გამოტოვა, თამაშში კი 63-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. აღნიშნული დაპირისპირება ტუნისმა 1:0 მოიგო.

მიუხედავად ტუნისთან მარცხისა დიდიე დეშამის ბიჭები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ. 1/8 ფინალურ სტადიაზე კი მათი მეტოქე პოლონეთის ეროვნული ნაკრები გახლდათ, სადაც კილიანმა საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა და ორი ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა. პოლონეთთან გატანილი გოლებით, ახალგაზრდა შემტევმა აღნიშნულ ტურნირზე გატანილი გოლებით კრიშტიანუს გადაასწრო, ლეონელ მესის კი გაუთანაბრდა. (9)


მბაპე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა (5 გოლი)

"ის უცხოპლანეტელია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუ არა საუკეთესო. მისი დარტყმა, დრიბლინგი, სიჩქარე გასაოცარია. დიდი განსხვავებაა ტელევიზორში მის დანახვასა და მის პირისპირ შეხვედრას შორის. მოედანზე ის კიდევ უფრო შეუჩერებელი ჩანს." - განაცხადა პოლონელმა ნახევარმცველმა პიოტრ ზიელინსკიმ საფრანგეთთან მარცხის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მომდევნო შეხვედრას მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ სტადიაზე ინგლისის წინააღმდეგ გამართვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი