FIBA-მ ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა დაიწყო და როგორც ველოდით, სიაში თორნიკე შენგელიაც მოხვდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნმა ბელგრადის შეხვედრის გარდა, მონაწილეობა ყველგან მიიღო და ურიგო შთაბეჭდილება არსად დაუტოვებია.
თოკოს საშუალოდ 34.8 წუთში 22.8 ქულა, 7.2 მოხსნა, 3.8 პასი და 1.2 დაფარება ჰქონდა, რაც შესანიშნავი სტატისტიკა გახლავთ.
თორნიკესთვის ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.