საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ბელგრადში დაასრულა » სპორტის ხაზი

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ბელგრადში დაასრულა

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ბელგრადში დაასრულა
დღეს, 01:01
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპი ბელგრადში დაასრულა. ჩვენი გუნდი სერბეთს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 54:63 დამარცხდა.

როგორც სერბეთს, ისევე საქართველოს ევრობასკეტზე მოხვედრა გარანტირებული ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიზანს ბოლოსწინა ტურში დანიასთან თბილისური გამარჯვებით (62:60) მიაღწია.

შესაბამისად, მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა ლიდერებს, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს. ისინი გუნდს სერბეთში აღარ გაჰყვნენ. მწვრთნელმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და თავის გამოჩენის საშუალება ახაგაზრდებს მისცა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ მწვრთნელის იმედები გაამართლეს. უმთავრესად დაცვაში კარგი თამაშის წყალობით პირველი ტაიმის საქართველომ 31:27 მოიგო.

მეორე ნახევარი სწრაფად და ორგანიზებულად დაიწყეს სერბებმა, რომლებსაც უკვე სამქულიანებიც წაუვიდათ, თუმცა საქართველოს ბოლო წუთებამდე მაინც ინარჩუნებდა თამაშის შემოტრიალების შანსს. თუმცა სერბეთი მეოთხედ ვეღარ დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთან „ჯვაროსნებს“ სამი მოგება ჰქონდათ – ორი ამხანაგურში, ერთი ოფიციალურ მატჩში.

ბელგრადში გუნდებმა დაბალი შედეგიანობით სტყორცნეს სამქულიანები, სერბეთმა 5 ჩააგდო, საქართველომ – 4. ორი სამიანი დუდა სანაძის სნგარიშზეა, 2 (3-დან) – ბექა ბურჯანაძის. ბექა საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა – 17 ქულა.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს ფინალური მატჩით დასრულდება. შეჯიბრებას ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს: კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია.

24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში, ოთხ ჯგუფში განაწილდება და წილისყრა გაარკვევს, რომელ ქვეყანაში მოუწევს საქართველოს ნაკრებს თამაში. ცნობილია წილისყრის თარიღიც – 27 მარტი, რიგა, ლატვია.

ექვსგუნდიანი ყოველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. ბრძოლა 1/8-ფინალში გაგრძელდება. პლეიოფის სათამაშოდ ნაკრებები თავს ლატვიაში მოიყრიან.

1tv


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი