თსუ-მ ვსა ბრძოლაში დაამარცხა და სუპერლიგას 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს » სპორტის ხაზი

თსუ-მ ვსა ბრძოლაში დაამარცხა და სუპერლიგას 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს

თსუ-მ ვსა ბრძოლაში დაამარცხა და სუპერლიგას 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს
8-11-2024, 21:36
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, სუპერლიგის მე-5 ტური ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც მიმდინარე გათამაშების ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, ვსა-ს უმასპინძლა და წარმატებული სერია გააგრძელა. მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილის არყოფნაში, გუნდს ასისტენტი მწვრთნელი, ნიკა მსხალაია გაუძღვა და დასახულ მიზანს მიაღწია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ამბიციური დებიუტანტი, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში უკვე 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 86:76 (სტატისტიკა) დაამარცხა.

ვსა-მ ლიდერ თსუ-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ერთ-ერთი ლიდერი, ტრავმირებული დავით კაკუშაძის არყოფნის მიუხედავად, ვსა-მ ბოლომდე იბრძოლა. მე-3 პერიოდში თსუ-ს ლიდერობამ 17 ქულას მიაღწია და მაინც, ბორის პეტეს გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო წუთებზე შანსი მოიპოვა. ანგარიში 3 ქულამდე შემცირდა და თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო. თამაში საბოლოოდ ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. ალექსანდრე ფევაძემ და დევონტრე ტომასმა სამქულიანებით წერტილი დაუსვეს შეხვედრას.

თსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო შედეგიანობა კარსონ ბაშამმა გამოიჩინა, რომელმაც 16 ქულა, 8მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა და 6 მოხსნა დევონტრე ტომასმა დააგროვა, 14 – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ხოლო შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლი ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა – 11 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი. ვსა-ში 17 ქულით ბომბარდირი გახდა ჯერმეინ ჰედი, ლუკა ზაქრაძე კი ყველაზე შედეგიანი გახლდათ – 14 ქულა, 7 პასი, 4 მოხსნა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მეორე შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე, გურჯაანში, დელტასა და ზესტაფონის მარგვეთს შორის გაიმართება.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი