იტალიის სერია A-ში დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა ვირტუსმა, რომელმაც ბოლონიაში ტრევიზოს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 104:97 სძლია.
ბოლონიელებმა 4-დან 3 პერიოდი დათმეს, თუმცა მესამე 15 ქულით მოიგეს და მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი აღმოჩნდა. შენგელიამ მოედანზე გატარებულ 17 წუთში 10 ქულა და 3 პასი დააგროვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
ვირტუს ბოლონია 5 მოგებით და არც ერთი მარცხით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, ტორტონას უმასპინძლებს.