"ხვიჩას აქამდეც შევხვედრივარ, მან ძალიან მოუმატა" - საბა საზონოვი კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ხვიჩას აქამდეც შევხვედრივარ, მან ძალიან მოუმატა" - საბა საზონოვი კვარაცხელიაზე საუბრობს

"ხვიჩას აქამდეც შევხვედრივარ, მან ძალიან მოუმატა" - საბა საზონოვი კვარაცხელიაზე საუბრობს
18-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შარჯაში მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც მეტოქის სრული დომინაციით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა - 3:0.

აღნიშნულ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დებიუტანტი ჰყავდა, მათ შორის მოსკოვის დინამოს 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი, რომელიც შეხვედრაში მატჩის მიწურულს ჩაერთო და გარკვეული გამოცდილებაც მიიღო.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა საბა საზონოვის კომენტარი, სადაც ეროვნული გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს: "ხვიჩას ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, როდესაც ის რუსეთში თამაშობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია, თუმცა ვხედავ თუ როგორ ძალიან მოუმატა ხვიჩამ სათამაშო ხარისხს, ის ყოჩაღი ბიჭია." - საბა საზონოვი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.