"პირველ ცდაზე არ გამომივიდა, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულია მეუღლის გაცნობის დღეს იხსენებს » სპორტის ხაზი

"პირველ ცდაზე არ გამომივიდა, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულია მეუღლის გაცნობის დღეს იხსენებს

"პირველ ცდაზე არ გამომივიდა, სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულია მეუღლის გაცნობის დღეს იხსენებს
29-09-2024, 15:54
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემა „სხვა კითხვებში“ მეუღლესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით თავდაპირველად მისი და თიკას ურთიერთობა არც ისე კარგად დაიწყო.

პირველ ცდაზე არ გამოვიდა სხვათა შორის. თიკა არ მალავს ამას. პირველად, რომ გავიცანი შევხვდით და ჩამოვართვი ხელი და აუტყდა სიცილი. ეს ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყო, სიმაღლეზე გაეცინა, რა თქმა უნდა. მეგობართან ერთად იყო და ვერ გავაჩერე. პირველი ცდა არ გამოვიდა.

რამდენიმე თქვე არ გვქონია კომუნიკაცია. ივნისში მოხდა ეს , სექტემბერში გვქონდა ღონისძიება, მერიაში 2008-ში, ბავშვებს შევხვდი, რომლებმაც მამები დაკარგეს ომში, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. მანქანიდან გადმოვედი და ამ დროს თიკამ გამიარა წინ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვხედავდი და თიკას ეგონა, რომ დავაიგნორე, არადა ეგეთი რაღაც არ ყოფილა, მართლა ვერ დავინახე, მერე ჩვენს საერთო მეგობარს დაურეკა და კარგად მლანძღა, ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ ნომერი დავკარგე ზაზასიო და ძალიან გთხოვ საქმე მაქვს ჩემთვის გააკეთეო, მიაწოდე მობილურიო, მე მოვრჩი შეხვედრას და ზუსტად ამ დროს შემოვიდა თიკა, შენ მეგობარს გასაუბრება უნდაო და მომაწოდა ტელეფონი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს.

მეორე შანსი დადებითად და წარმატებულად დამთავრდა. დღეს ოთხი შვილი გვყავს
“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ „სხვა კითხვებში“ საუბრის დროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი