ნაპოლიმ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა | როდის ბრუნდება ხვიჩა? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა | როდის ბრუნდება ხვიჩა?

ნაპოლიმ ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა | როდის ბრუნდება ხვიჩა?
17-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიახლეებზე წერს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სამედიცინო პერსონალის მითითებებს გულმოდგინედ ასრულებს, რათა მოედანზე დაბრუნება რაც შეიძლება მალე შეძლოს.

როგორც იცით, ხვიჩამ ნაპოლის ბოლო სამი შეხვედრა გამოტოვა, თუმცა გარკვეული იმედები არსებობდა, რომ კვარაცხელია ნაკრების დახმარებას მაინც შეძლებდა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ქართველ ფეხბურთელს წელის ტკივილი არც მაროკოსთან თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

მიუხედავად ამისა, იტალიურ პრესაში იწერება, რომ კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და დიდი შანსია, რომ ხვიჩა ნაპოლის 28 ნოემბერს დაუბრუნდეს, ეს კი ის დროა, როდესაც ლუჩანო სპალეტის გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას თურქეთში, კერძოდ ანტალიაში დაიწყებს და 3 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია რომელ გუნდებს დაუპირისპირდება ნაპოლი, თუმცა როგორც იწერება, ესენი ფულემი, კრისტალ პალასი და კარაგუმრუკი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის მომდევნო ოფიციალური შეხვედრა 2023 წლის 4 თებერვალს ინტერის წინააღმდეგ შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი