საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი გიორგი ცინცაძისთვის ბოლო იქნება!
ეროვნული გუნდის რეკორდსმენი მოთამაშე სანაკრებო კარიერას ასრულებს. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთთან, გიორგი ცინცაძესთვის 217-ე იქნება.
ჩვენი გამთამაშებელი ყველა სახეობაში, საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშებით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენია!
გიორგი ცინცაძემ პირველი სანაკრებო მატჩი 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ, გამართა და მას შემდეგ იგი ეროვნული ნაკრების ყველა მიღწევისა და წარმატების მონაწილე იყო!
ეროვნული ნაკრებიდან გიორგის გაცილებაში მონაწილეობა კალათბურთელებთან ერთად იმ გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, რომლებიც 26 თებერვალს სერბეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან!
GBF.GE