იტალიური ნაპოლის შემტევი ვიქტორ ოსიმენი მორიგ სკანდალში ეხვევა - ამჯერად ნიგერიელი ფორვარდს პრობლემები გულშემატკივართან აქვს.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ახალგაზრდა ფორვარდი ნეაპოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც შეამჩნია, რომ გულშემატკივარი მას ვიდეოს უღებდა, აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებული ოსიმენი კი მისკენ გაიწია და მობილური წაართვა.
ჯერჯერობთ უცნობია თუ რა სასჯელს დააკისრებს ნაპოლი ვიქტორ ოსიმენს, თუმცა, მოსალოდნელია, ფორვარდი ფინანსური ჯარიმით მაინც დაისჯება.