ასე უყვართ ხვიჩა ნეაპოლში - პატარა იტალიელი ქომაგის ემოციური წერილი კვარაცხელიას (ფოტო) » სპორტის ხაზი

ასე უყვართ ხვიჩა ნეაპოლში - პატარა იტალიელი ქომაგის ემოციური წერილი კვარაცხელიას (ფოტო)

ასე უყვართ ხვიჩა ნეაპოლში - პატარა იტალიელი ქომაგის ემოციური წერილი კვარაცხელიას (ფოტო)
20-10-2022, 15:24
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს უკვე ქართული ფეხბურთის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ფაქტია, ამას ის ისტორიაც მოწმობს, რომელსაც ახლა მოგიყვებით.

ქალაქ ნეაპოლში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, რომ თავისუფალი თემის სახით, დაეწერათ - ვისთან გამართავდნენ საოცნებო ვახშამს, ეს კი ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებაა:

"რომ შემეძლოს სახლში ვინმეს დაპატიჟება, მე აუცილებლად ვეტყოდი ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემთან მოსულიყო. გავუკეთებდი ყველა იმ საჭმელს, რაც ძალიან უყვარს და ვკითხავდი, როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში, როგორ შეძლო ამ დონემდე მოსვლა და რას აკეთებდა მისი საფეხბურთო უნარების გასაუმჯობესებლად.

ვთხოვდი, მოეყოლა სახალისო ისტორია ჩემთვის და ბოლოს ვეტყოდი მადლობას იმისთვის, რასაც მოედანზე ჩვენთვის აკეთებს
" - ნათქვამია წერილში.

ასე უყვართ ხვიჩა ნეაპოლში - პატარა იტალიელი ქომაგის ემოციური წერილი კვარაცხელიას (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი