"ის ამ გარანტიას ითხოვდა" - რატომ ჩაიშალა ბელინგემი "მანჩესტერში" » სპორტის ხაზი

"ის ამ გარანტიას ითხოვდა" - რატომ ჩაიშალა ბელინგემი "მანჩესტერში"

"ის ამ გარანტიას ითხოვდა" - რატომ ჩაიშალა ბელინგემი "მანჩესტერში"
3-11-2023, 09:54
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რიო ფერდინანდმა გაამხილა, თუ რატომ არ შედგა ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი მანჩესტერულ კლუბში 2020 წელს.

"ის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვდა, მაგრამ ამის პირობა არ მისცეს. ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყარომ მაცნობა. მაშინ მან უთხრა: "ჩემი თავის ფასი ვიცი. თუ ისეთად არ მაფასებთ, როგორიც ვარ, მე სხვა კლუბში გადავალ" - ამბობს ფერდინანდი Sportskeeda-სთან.

2020 წელს ბელინგემი "დორტმუნდში" გადაბარგდა, იქიდან კი მადრიდს მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.