კრიშტიანუს ტენ ჰაგი უპატივცემულოდ ექცევა? | რას ფიქრობს ხალხი » სპორტის ხაზი

კრიშტიანუს ტენ ჰაგი უპატივცემულოდ ექცევა? | რას ფიქრობს ხალხი

კრიშტიანუს ტენ ჰაგი უპატივცემულოდ ექცევა? | რას ფიქრობს ხალხი
20-10-2022, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ ინგლისის ჩემპიონატში "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ანტონიო კონტეს "ტოტენჰემს" დაუხვდნენ და სტუმრები 2:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ თამაშში მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუს არ მიუღია, რომელმაც სათადარიგოთა სკამი ნაადრევად დატოვა და გასახდელისკენ წავიდა (იხილეთ ვიდეო)

რონალდუს ამ საქციელს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ის ორმხრივად შეფასდა. გულშემატკივრებისა თუ ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ უპიტავცემულოდ თავად იქცევა და მსგავსი ჟესტებით როგორც თავის, ისე კლუბის ინტერესებსა და რეპუტაციას აზიანებს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერიკ ტენ ჰაგის დამოკიდებულება გაუგებარი და ამოუხსნელია. აი, რას ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც ყველაფერი ტრიბუნებიდან დაინახა: "ტენ ჰაგმა ნამდვილად უთხრა რონალდუს გახურებულიყო, მაგრამ მინდორზე არ შეუშვა. ეს თუ მის მიმართ უპატივცემულობა არ არის, მაშინ არც ვიცი რა დავარქვა".

აგრეთვე, ამის საპირისპიროდ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, დენი მილსმა კრიშტიანუ Sky Sports-ის ეთერში საჯაროდ გააკრიტიკა: "მისი საქციელი როგორც კლუბის, ისე მწვრთნელისა და გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს. გუნდმა 2-0 ბრწყინვალე თამაშით მოიგო და ვერ ვხვდები რონალდუს ჩივილისა და საქციელის მიზანს. კრიშტიანუ ფიქრობს, რომ კლუბზე დიდია, ეს კი მისი ეგოისტურობის ნიშანია, რადგან თამაშში არ შეიყვანეს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.