Corriere del Mezzogiorno საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საფეხბურთო ექსპერტების აზრებსაც გვიზიარებს ნაპოლის ამ სეზონზე და გადაჭრის გზებზე, თუ რა უნდა მოიქმედოს რუდი გარსიამ მომდევნო შეხვედრებისთვის.
"გაშვებული გოლების საშუალო რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ნაპოლის კარისკენ დარტყმების რაოდენობა. პარტენოპეის თამაშში დაახლოებით ათჯერ ურტყამენ კარისკენ.
რუდი გარსიას მოსვლის შემდეგ, აძურამ ცამეტ ოფიციალურ მატჩში თექვსმეტი გოლი გაუშვა, რაც წინა სეზონთან შედარების საშინელი მაჩვენებელია."
ექსპერტები კი ფრანგ სპეციალისტს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად უფრო მეტ სავარჯიშო სესიების დანიშნვნას ურჩევენ - "გარსიამ უნდა დანიშნოს უფრო მეტი ინტენსიური სესიები, რათა მოთამაშეებში აღადგინოს თამაშის განცდა და მოედანზე დამოკიდებულება შეცვალოს"
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში ნაპოლი 18 ქულით მეხუთე ადგილზეა და ცხრილის ლიდერს (ინტერს) 7 ქულით ჩამორჩება.
CdM - I saggi hanno chiesto a Garcia sedute di allenamento più intense https://t.co/mjoTfNxTaX
— TuttoNapoli.net (@tuttonapoli) October 31, 2023