"თბილი გოგო იყო, მოსიყვარულე და.." | რა თქვა მარიტას მეწყვილის დედამ » სპორტის ხაზი

"თბილი გოგო იყო, მოსიყვარულე და.." | რა თქვა მარიტას მეწყვილის დედამ

"თბილი გოგო იყო, მოსიყვარულე და.." | რა თქვა მარიტას მეწყვილის დედამ
20-10-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, შეხსენება არავის არ სჭირდება, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და პატარა ჩოგბურთელი გოგონა, მარიტა მეფარიშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

აი, რა თქვა მარიტას მეწყვილეს მშობელმა გარდაცვლილ გოგონაზე: "მარიტა მხიარული, მოსიყვარულე და ძალიან თბილი ბავშვი იყო, რომელიც სიცოცხლით აღსავსე და მუდმივად ენერგიული, პოზიტიური გახლდათ. მამამისს 24 საათის განმავლობაში მარიტა კორტზე დაჰყავდა და როდესაც ბავშვი კორტზე მიასვენეს, მამამ შვილს უთხრა, რამდენი დრო გაქვს აქ გატარებულიო.. მარიტა და მისი ერთი წლით უფროსი და კორტზე ვარჯიშობდნენ, მათ ოჯახს არაჩვეულებრივი მამა-შვილობა ჰქონდათ", - ამბობს მშობელი "სარკესთან".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით, გამოძიებამ 9 პირი დააკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი