ხვიჩა კვარაცხელიას ორი ინგლისური გრანდი აკვირდება | დეტალები » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას ორი ინგლისური გრანდი აკვირდება | დეტალები

ხვიჩა კვარაცხელიას ორი ინგლისური გრანდი აკვირდება | დეტალები
20-10-2022, 02:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიური პრესა წერს, ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესს ორი ინგლისური გრანდი იჩენს. Calciomercato-ს ინფორმაციით, ქართველი შემტევის გადაბირება იურგენ კლოპის "ლივერპულსა" და პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" სურთ.

პარალელურად, იწერება იმის შესახებაც, რომ "ნაპოლი" მაქსიმალურად შეეცდება კვარაცხელიას შენარჩუნებას, რისთვისაც დე ლაურენტესი ხვიჩასთვის ხელფასის გაორმაგებასაც აპირებს. მოკლედ, სეზონის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" 77-ე ნომერს, დიდი შანსია, რომ კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი ჰქონდეს. პირველი, დარჩეს იტალიაში და გაზრდილი ხელფასით დაკმაყოფილდეს და მეორე, გადავიდეს მსოფლიო დონის გრანდში და უმაღლესი მიზნებისთვის პერმანენტულად იბრძოლოს.

გარდა ინგლისური კლუბებისა, ესპანური პრესა წერს, რომ ხვიჩას სატრანსფერო საქმეში მადრიდის "ატლეტიკოც" მონაწილეობს და არც მათი გამორიცხვა შეიძლება. ამდენად, უახლოეს პერიოდში და მით უფრო ზაფხულში, ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო გაიზრდება..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი