ბრაზილიელი ფეხბურთელი ოქროს ბურთის დაჯილდოებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კარიმ ბენზემამ მისი მოგება დაიმსახურა, რასთანაც ნეიმარს პრეტენზიები არ აქვს, თუმცა "პსჟ-ს" ვარსკვლავმა ისიც თქვა, რომ თავისი თანამემამულის რეიტინგით უკმაყოფილოა:
"ბენზემა დამსახურებულად გახდა საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ ვინისიუს ჟუნიორი მერვე ადგილზე? ეს ხუმრობაა. როგორც მინიმუმ, ვინი სამეულში უნდა გასულიყო." - წერს ნეიმარი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა, რასაც ორით ნაკლები საგოლე გადაცემაც დაურთო. გარდა ამისა, ბრაზილელმა "ჩემპიონთა ლიგა" (გოლი ფინალში "ლივერპულის" წინააღმდეგ), ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასიც მოიგო, თუმცა მისი საბოლოო რეიტინგი მე-8 ადგილად შეფასდა.