"უნიონ ბერლინის" მწვრთნელი: "კვარაცხელიამ თავისი ინდივიდუალიზმი დაგვანახა" » სპორტის ხაზი

"უნიონ ბერლინის" მწვრთნელი: "კვარაცხელიამ თავისი ინდივიდუალიზმი დაგვანახა"

"უნიონ ბერლინის" მწვრთნელი: "კვარაცხელიამ თავისი ინდივიდუალიზმი დაგვანახა"
25-10-2023, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში "ნაპოლიმ" "უნიონ ბერლინი" ხვიჩა კვარაცხელიას ასისტითა და ლიდერობით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა ქართველი გარემარბი გამოარჩია:

"გუშინაც ვთქვი, რომ ყველაზე სახიფათო "ნაპოლის" ფლანგები იყო, თუმცა დაცვაში ბრწყინვალედ გავისარჯეთ და მეტოქემ ჩვენს კართან ბევრი ხიფათი ვერ შექმნა. კარგად ვითამაშეთ და ნეაპოლელებს ბურთს ხშირად არ ვაძლევდით, თუმცა გოლის მომენტში ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ინდივიდუალური ხარისხი დაგვანახა.

სამწუხაროდ, 90 წუთის განმავლობაში კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის შეჩერება ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია, ვიცი, რომ "ნაპოლი" კარგი გუნდია და ყველაფრის გათვალისწინებით, მათ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ",
- განაცხადა ფიშერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი