"მისი თვისებებიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი იქნება" - ბელგიური მედია მიქაუტაძეზე წერს » სპორტის ხაზი

"მისი თვისებებიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი იქნება" - ბელგიური მედია მიქაუტაძეზე წერს

"მისი თვისებებიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი იქნება" - ბელგიური მედია მიქაუტაძეზე წერს
24-10-2023, 23:51
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიური მედია გამოეხმაურა ამსტერდამულ კლუბში განხორციელებულ ცვლილებებს და ყურადღება "აიაქსის" ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე გაამახვილა.

ბელგიაში კარგად იცნობენ ქართველი ბომბარდირის შესაძლებლობებს, ვინაიდან იგი "სერენის" მაისურით 2020-22 წლებში გამოდიოდა და 49 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა. იმ შემთხვევაში, თუკი მიქაუტაძეს ამსტერდამელთა ახალი მწვრთნელიც არ ენდობა, Walfoot.be ზამთარში გიორგის რომელიმე ბელგიურ კლუბში იჯარით გადასვლას არ გამორიცხავს.

"მორის სტეინის გათავისუფლებამ, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, გიორგი მიქაუტაძეს შვება უნდა მისცეს. ბელგიის ჩემპიონატის ყოფილი სენსაცია "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხელში პრაქტიკულად ვერ თამაშობდა.

გუნდმა ერედივიზიონის 7 მატჩში მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, რაც ნიდერლანდური გრანდისთვის მისაღები მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. და ამ 11 გოლიდან არცერთია გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე, რომელიც სათადარიგოთა სკამს არ სცილდებოდა. "სერენი"ს ყოფილმა თავდამსხმელმა აიაქსის სასტარტო შემადგენლობაში 3 სექტემბერს ითამაშა და მას შემდეგ ძირითადში შანსი აღარ მიუღია. მომდევნო 4 მატჩში მან მხოლოდ 76 წუთი ითამააშა და აშკარა იყო, რომ მორის სტეინი ქართველს არ ენდობოდა. ვინც არ უნდა გახდეს სტეინის შემცვლელი, მიქაუტაძეს მოუწევს შესაძლებლობების დამტკიცება და ასევე, მის ხელთ არსებული ვარიანტების განხილვა.

გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირული თვისებების გათვალისწინებით, ჩვენთვის გასაკვირი იქნება, თუკი აიაქსის ახალი მწვრთნელი ფეხბურთელს უფრო მეტ სათამაშო დროს არ მისცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბელგიურ კლუბებს, რომლებიც ზამთარში ბომბარდირის ძებნას დაიწყებენ, მისი იჯარით დამატების შანსი გაუჩნდებათ"
- წერენ ბელგიელები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი