[VIDEO] "დაიმახსოვრეთ სახელი" | უეინ რუნიმ ზუსტად 20 წლის წინ "არსენალს" ულამაზესი გოლი გაუტანა » სპორტის ხაზი

[VIDEO] "დაიმახსოვრეთ სახელი" | უეინ რუნიმ ზუსტად 20 წლის წინ "არსენალს" ულამაზესი გოლი გაუტანა

[VIDEO] "დაიმახსოვრეთ სახელი" | უეინ რუნიმ ზუსტად 20 წლის წინ "არსენალს" ულამაზესი გოლი გაუტანა
19-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ზუსტად 20 წლის წინ, ანუ 2002 წლის 19 ოქტომბერს, 16 წლის უეინ რუნიმ "გუდისონ პარკზე" ცეცხლი დაანთო და არსენ ვენგერის "არსენალს" საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა, რაზეც კომენტატორმა უმალვე თქვა: "დაიმახსოვრეთ სახელი". მართლაც, უეინ რუნის მაშინდელი გოლი ცხადყოფდა იმას, თუ რამხელა შესაძლებლობების მოთამაშესთან გვქონდა საქმე.

ფრანგი სპეციალისტის გუნდი მე-8 წუთზე ფრედრიკ ლუნგბერგის გოლით დაწინაურდა და "არსენალის" მაშინდელ წაუგებელ სერიას ოქროს საფარი გადააფარა. მიუხედავად ამისა, "ევერტონმა" ანგარიშის გათანაბრება 22-ე წუთზე ტომაშ რაძინსკის გოლით შეძლო, ხოლო თანაბარი ანგარიში 90-ე წუთამდე შენარჩუნდა, იქამდე, სანამ 10 წუთით ადრე თინეიჯერი უეინ რუნი მოედანზე შემოვიდოდა და "არსენალის" კარში 30 მეტრის სიშორიდან ბრწყინვალე გოლს გაიტანდა (იხილეთ ვიდეო).

იცით რა თქვა არსენ ვენგერმა თამაშის დასრულების შემდეგ უეინ რუნიზე? - "ეს განსაკუთრებული გოლია, რომელიც შესანიშნავი ნიჭის მქონე ფეხბურთელმა გაიტანა. მისნაირი ტალანტის მქონე ინგლისელი მოთამაშე პრემიერ ლიგაში არც მინახავს. რუნის აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებო: ინტელექტუალური, სწრაფი რეაქციები, ბურთთან ერთად კარგად დარბის და მშვენიერი დარტყმა აქვს.", - უთხრა ვენგერმა Sky Sports-ს.

ფაქტია, რომ არსენ ვენგერი უეინ რუნის გენიალური მონაცემებით თავიდანვე ტყუილად არ აღფრთოვანებულა, რადგან ის, თუ როგორ განვითარდა ინგლისელი ფეხბურთელის სამომავლო კარიერა ყველამ მშვენივრად ვიცით..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი