ნეაპოლში კვარაცხელიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ - ქართული ზღაპარი მალე ფილმად იქცევა » სპორტის ხაზი

ნეაპოლში კვარაცხელიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ - ქართული ზღაპარი მალე ფილმად იქცევა

ნეაპოლში კვარაცხელიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ - ქართული ზღაპარი მალე ფილმად იქცევა
19-10-2022, 14:11
Aa Aa
გაზიარება:

ქართული ზღაპარი მალე დოკუმენტურ ფილმად იქცევა - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნეაპოლში დოკუმენტურ ფილმს იღებენ, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

"ფილმის მიზანია ხვიჩას ნეაპოლური ცხოვრებისა და ადგილობრივ გულშმატკივრებთან ურთიერთობის ჩვენება. ქართველი ჟურნალისტი და კრეატიული დირექტორი სალომე ბეჟანიშვილი უკვე ნეაპოლში იმყოფება და გადაღებებს უძღვება", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაიუსრით მიმდინარე სეზონში 14 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა, გარდა ამისა, 21 წლის შემტევმა 3-ჯერ მოახერხა პენალტის მოპოვება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი