ქეცბაია: "ამისთვის ყვირილი არ უნდა მჭირდებოდეს" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "ამისთვის ყვირილი არ უნდა მჭირდებოდეს"

ქეცბაია: "ამისთვის ყვირილი არ უნდა მჭირდებოდეს"
15-10-2023, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსის ეროვნული ნაკრები გამანადგურებელი სხვაობით, 4-0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ კვიპროსის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მედიის კითხვებს უპასუხა:

"არ ვიცი, ასეთი ცუდი მეორე ტაიმი რისი ბრალი იყო. სწრაფმა გოლმა ჩვენი გუნდი მთლიანად მოშალა და ეს მუდმივად პრობლემაა. გასაგებია, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და გამოუცდელობის გამო შეიძლება შეცდომა დაუშვა, არასწორი პასი გააკეთო ან რაიმე მსგავსი, თუმცა სირბილისთვის ყვირილი არ უნდა მჭირდებოდეს.

არ მინდა, ჩემი გუნდი და ჩემი მუშაობა ამ თამაშით შეფასდეს, დანაკლისი გვქონდა და შეგვეძლო, უკეთ გვეთამაშა.

ფაქტია, რომ მეორე ტაიმი ჩვენთვის პრობლემაა. გვეკარგება კონცენტრაციაც და ძალაც, რაც შედეგზე აისახება.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი