" ნეაპოლელებს უყვართ კვარა და თავად ხვიჩასაც ძალიან უყვარს ისინი" - მამუკა ჯუღელი ქართველ ფეხბურთზე საუბრობს » სპორტის ხაზი

" ნეაპოლელებს უყვართ კვარა და თავად ხვიჩასაც ძალიან უყვარს ისინი" - მამუკა ჯუღელი ქართველ ფეხბურთზე საუბრობს

" ნეაპოლელებს უყვართ კვარა და თავად ხვიჩასაც ძალიან უყვარს ისინი" - მამუკა ჯუღელი ქართველ ფეხბურთზე საუბრობს
18-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ინტერვიუ Calciomerato-ს მისცა, სადაც ქართველ ფეხბურთელზე და სხვა კლუბების მხრიდან მის მიმართ ინტერესზე ისაუბრა და განაცხადა:

"ბოლო 6 წლის მანძილზე მას ბევრი სერიოზული გუნდი აკვირდებოდა. სანაკრებო ასპარეზზე გატანილი გოლების შემდგომ უამრავი შეთავაზება წამოვიდა. ბევრი შემოთავაზების მიუხედავად იდეალურ ვარიანტად ნაპოლი მივიჩნიეთ, რადგან ხვიჩამ კიდევ უნდა მოუმატოს და განვითარდეს.

რუბინში თამაშის პერიოდში იგი ვარჯიშების დასრულების შემდგომ მაინც ბაზაზე რჩებოდა და მარტო ვარჯიშობდა. ხვიჩას დღეს ამ დონეზე ყოფნა, არამხოლოდ ნიჭის, არამედ უზადო შრომის დამსახურებაცაა.

მე პირადად ნეაპოლში ოთხი დღე გავატარე. დავრწმუნდი, რომ ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ძირითადად ორ მაისურს ვხედავდი- მარადონა და კვარაცხელია. ნეაპოლელებს უყვართ კვარა და თავად ხვიჩასაც ძალიან უყვარს ისინი."
- განაცხადა სპორტულმა აგენტმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის ფეხბურთელის მონაგარი პარტენოპეის მაისურით 14 მატჩში 7 გოლი და 3 ასისტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი