სანიოლი: "ხვალ ჩემი გუნდისგან მოგებას ველოდები" » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ხვალ ჩემი გუნდისგან მოგებას ველოდები"

სანიოლი: "ხვალ ჩემი გუნდისგან მოგებას ველოდები"
14-10-2023, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ტაილანდთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გაცილებით სერიოზული შეხვედრა ელოდება კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

შეხვედრამდე ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა:

"ტაილანდთან მატჩში თამაშის ხარისხითა და ინტენსივობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვიცი, რომ კვიპროსის ნაკრებთან სხვა დონის შეხვედრა გველის. კვიპროსი უფრო მაღალი დონის ევროპული ნაკრებია და მატჩიც ოფიციალურია.

ჩვენ რთული სექტემბერი გვქონდა და მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერება დავიბრუნოთ - ბიჭები ტაილანდთან შეხვედრით კმაყოფილნი არიან.

ლევან შენგელიას ბუნებრივი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, თუმცა ის უნივერსალია და ორივე ფლანგზე კარგად თამაშობს. კმაყოფილი დავრჩი ლევანის ფიზიკური მომზადებით და თამაშის ხარისხით, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ირაკლი აზაროვს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს მისი სახით.

კვიპროსთან პირველი შეხვედრა მარტივი არ ყოფილა. კვიპროსი საკმაოდ ძლიერი გუნდია, ვეცდებით, რომ შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი