"ეს დღე შენ გეძღვნებოდა", - კვარაცხელიამ ბოლონიასთან გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო) » სპორტის ხაზი

"ეს დღე შენ გეძღვნებოდა", - კვარაცხელიამ ბოლონიასთან გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო)

"ეს დღე შენ გეძღვნებოდა", - კვარაცხელიამ ბოლონიასთან გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტო)
18-10-2022, 18:11
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე ბოლონიას უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 3:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრადიციულად, აქტიური იყო ნეაპოლიტანელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ოსიმენის საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

მატჩის მიმდინარეობისას, ხვიჩა კვარაცხელიას ხელის სამაჯურზე რამოდენიმე დღის წინ ვაკის პარკში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სახელი ეწერა - შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველმა შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "ეს დღე შენი იყო პატარა ქართველო გმირო"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი