De Telegraaf : გიორგი მიქაუტაძეს გოლების გატანა შესძლებია » სპორტის ხაზი

De Telegraaf : გიორგი მიქაუტაძეს გოლების გატანა შესძლებია

De Telegraaf : გიორგი მიქაუტაძეს გოლების გატანა შესძლებია
12-10-2023, 23:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0 სძლია.

გოლების გატანა ზურიკო დავითაშვილმა (2), ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ (4) და ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხეს.

აღსანიშნავია გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაში, რომელიც ამ შედეგით გახდა პირველი ფეხბურთელი დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც პოკერი შეასრულა.

ახალგაზრდა ფორვარდის კარგ გამოსვლას ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf - ი გამოეხმაურა :

"გიორგი მიქაუტაძეს გოლების გატანა შესძლებია. აიაქსის ფეხბურთელმა ტაილანდთან მატჩში 4 ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას ჰეთ-თრიკის გასაფორმებლად მხოლოდ 17 წუთი დასჭირდა.

გიორგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში 4 გოლი გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ იგი მეციდან აიაქსში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 165 წუთი აქვს ნათამაშები.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი