PHOTO : "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის კარგ თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

PHOTO : "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის კარგ თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

PHOTO : "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის კარგ თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
12-10-2023, 22:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0 სძლია.

გოლების გატანა ზურიკო დავითაშვილმა (2), ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ (4) და ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხეს.

აღსანიშნავია გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაში, რომელიც ამ შედეგით გახდა პირველი ფეხბურთელი დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც პოკერი შეასრულა.

ახალგაზრდა ფორვარდის ბრწყინვალე გამოსვლას ამსტერდამის აიაქსი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამჟამად ქართველი ფეხუბრთელი ირიცხება.

PHOTO : "აიაქსი" გიორგი მიქაუტაძის კარგ თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ოთხი გოლი თავისი ქვეყნისთვის


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი