U21 ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველო ბათუმი არენაზე 0:3 განადგურდა » სპორტის ხაზი

U21 ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველო ბათუმი არენაზე 0:3 განადგურდა

U21 ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველო ბათუმი არენაზე 0:3 განადგურდა
12-10-2023, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს ბათუმი არენაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ჯგუფის თანალიდერ, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

რა თქმა უნდა სტუმრები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, რაც საბოლოო ანგარიშზეც მკაფიოდ აისახა.

შეხვედრის პირველი გოლი 26-ე წუთზე გავიდა, როდესაც სონტიე ჰანსენის საგოლე გადაცემით ბიორნ მაიერმა გაიტანა და ნაკრები დააწინაურა. ეფექტური გამოდგა მეორე გოლი, განსაკუთრებით კი ჰანსენის ქმედება, რომელმაც მაიერს ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 57-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ნოაჰ ოჰიომ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.

ამ მოგებით ნიდერლანდების ნაკრები c ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა. ეროვნული გუნდი კი ჯერჯერობით მეორე ადგილზე 6 ქულით რჩება, რადგან თავისი შეხვედრა შვედეთის ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან აქვს ჩასატარებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი