კვარაცხელიას ხელფასი გაიზრდება - რა გეგმა აქვს ნაპოლის პრეზიდენტს? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას ხელფასი გაიზრდება - რა გეგმა აქვს ნაპოლის პრეზიდენტს?

კვარაცხელიას ხელფასი გაიზრდება - რა გეგმა აქვს ნაპოლის პრეზიდენტს?
18-10-2022, 17:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი, დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას გეგმავს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ლაურენტისს სეზონის ბოლოს პრობლემების შექმნა არ სურს და ხვიჩას შენარჩუნებას აპირებს.

სავარაუდოდ, ნაპოლი ქართველ შემტევს კონტრაქტს 1 წლით გაუხანგრძლივებს და ამით საშუალება მიეცემა, ხვიჩას ხელფასიც მოუმატონ - ამ ეტაპზე კვარაცხელიას ანაზღაურება წელიწადში მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაიუსრით მიმდინარე სეზონში 14 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლით და 6 საგოლე გადაცემით მოახერხა, გარდა ამისა, 21 წლის შემტევმა 3-ჯერ მოახერხა პენალტის მოპოვება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.