პიოტრ ზიელენსკი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთში ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა პოლონელმა ფეხბურთელმა მსუყე ხელფასზე უარი თქვა და "ნაპოლიში" დარჩა.
ნეაპოლურ გუნდთან მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ჯერჯერობით კი მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს.
Il Mattino იტყობინება, რომ აურელიო დი ლაურენტისმა ზიელენსკის ულტიმატუმი წაუყენა - თუ მას "ნაპოლიში" დარჩენა სურს, ხელფასი უნდა შეიმციროს. პოლონელის ამჟამინდელი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევროა, ხოლო "ნაპოლი" არა მის გაზრდას, არამედ შემცირებას ითხოვს.
აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ ზაფხულში ზიელენსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა "ნაპოლიდან", საკმაოდ დიდია.