ქართველი მორაგბეების ოპერაციები დასრულდა - როგორ ჩაიარა პროცესებმა? » სპორტის ხაზი

ქართველი მორაგბეების ოპერაციები დასრულდა - როგორ ჩაიარა პროცესებმა?

ქართველი მორაგბეების ოპერაციები დასრულდა - როგორ ჩაიარა პროცესებმა?
5-10-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მორაგბეებმა: მირიან მოდებაძემ, თენგიზ ზამთარაძემ და ლაშა ჯაიანმა ოპერაციები გადაიტანეს, როგორ გრძნობენ თავს ახლა ისინი?

როგორც ქართული რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, მირიან მოდებაძე, თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი გადატანილი ოპერაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

სამივე მორაგბე ფიჯისთან მატჩში დაშავდა: მოდებაძემ ყვრიმალი და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს, ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები მუშაობენ და სპორტული ტრავმების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. გართულებებს ადგილი არ ქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს ხვალ ნანტში შევუერთდებით“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ და მორაგბეების დაბრუნების დროებითი ვადები დაასახელა:

„მირიან მოდებაძე თამაშს 2 თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. 3 თვე უნდა ზამთარაძის რეაბილიტაციას, ჯაიანი კი 4-5 თვეში დაბრუნდება“.
- rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.