ფრანგული მედია წერს, რომ "პსჟ-ს" კრისტოფ გალტიეს მუშაობა არ მოსწონს, ამიტომ პარიზული კლუბი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას შეუდგა. როგორც Le10Sport წერს, "პსჟ" ზაფხულში ამჟამინდელ მწვრთნელს თანამდებობიდან მოხსნის, მის ჩამნაცვლებლად კი, ნასერ ალ ხელაიფი მასიმილიანო ალეგრის მოიაზრებს.
პარალელურად, ფაქტია, რომ "იუვენტუსში" სიტუაცია კვლავ არეულია და თუ მის დალაგებას მასიმილიანო ალეგრი ვერ შეძლებს, მაშინ კიდევ უფრო გაიზრდება შანსი, რომ იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან გაუშვან. შესაძლოა, ეს სწორედ ის სცენარია, რასაც ფრანგული კლუბი დაბეჯითებით უცდის. მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრის იტალიური კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა აქვს გამოცხადებული, თუმცა მასსა და ანდრეა ანიელის შორის კარგი ურთიერთობა სადამდე გაგრძელდება ზუსტად არავინ იცის..