საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა ბელგიაში წარმატებული თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაიმსახურა ადგილი.
„ბევერენის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
22 წლის ქართველმა "დაინცეს“ წინააღმდეგ მატჩი სრულად ითამაშა და გუნდშიც დიდ სამუშაოს ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილთაგან გიორგი ერთადერთია, რომელიც "ბევერენში" ასპარეზობს.