მიქაუტაძე: "მე პასუხებს მოედანზე ბურთით გაგცემთ" » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: "მე პასუხებს მოედანზე ბურთით გაგცემთ"

მიქაუტაძე: "მე პასუხებს მოედანზე ბურთით გაგცემთ"
2-10-2023, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა ისე ვერ დაიწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა.

მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართველ ფეხბურთელს სხვა პოზიციაზე თამაშს ურჩევნია სათადარიგო სკამზე იჯდეს, რასთან დაკავშირებითაც კომენტარი თავად მიქაუტაძემ გააკეთა.

აღნიშნულ საკითხზე მან Geo Team-თან ისაუბრა:

არ ვიცი, რა ქვია იმ ინფორმაციების ტალღას, რომელსაც სოციალურ ქსელში ბოლო დროს ჩემს შესახებ ავრცელებენ. სასაცილოა, სად აქვს ხალხს ფანტაზიის უნარი. არა, ფანტაზია კარგია, მაგრამ მაშინ, როცა უცნებობ და როცა სხვის ცხოვრებას ეხები, ამის უფლება არ გაქვს.

ნეტავ, ფიქრობენ ასეთ დროს სხვა რამეზე? ადამიანობა არაფრის გამო არ უნდა დაკარგო, მაგრამ ეს დღეც ძალიან ცოტას თუ აღელვებს, მხოლოდ საკუთარ საქმეზე ფიქრობენ.

რას იზამ, ცხოვრება ასეთია, ეს ისევ მათთვისაა ცუდი. მე პასუხს არავის ვცემ ლაპარაკით, პასუხის გაცემა ვიცი ბურთით, მოედანზე.

რაც შეეხება იმ გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის წრფელი გულით აღნიშნავს თუ განიცდის ჩემს ამბებს: საქართველოში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მინდა მათ დიდი მადლობა ვუთხრა. მათგან მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ"
, - განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.