"საზონოვში ამას ყველა ვხედავთ" - ქართველ მცველზე ტორინოელთა თავკაცი საუბრობს » სპორტის ხაზი

"საზონოვში ამას ყველა ვხედავთ" - ქართველ მცველზე ტორინოელთა თავკაცი საუბრობს

"საზონოვში ამას ყველა ვხედავთ" - ქართველ მცველზე ტორინოელთა თავკაცი საუბრობს
1-10-2023, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

"ტორინოს" თავკაცმა ივან იურიჩმა "ვერონასთან" მოახლოებული მატჩის წინ ქართველ ახალწვეულზე, საბა საზონოვზე ისაუბრა.


"ამ ბიჭში მნიშვნელოვანია მისი მიდრეკილება საქმისადმი, მას ეს აქვს, ყოველდღე ვუყურებთ ვიდეოებს, ხედავს რა გააკეთა კარგად და რა ცუდად, ვფიქრობ, რომ ამ 3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, ასევე იყო თავიდან სხუურსის შემთხვევაშიც. ფეხით თამაშში სამუშაო ბევრია, სისწრაფეზეც, მაგრამ ლაციოსთან უკვე ვნახე რაღაცები, რაც სწორად გააკეთა, რასაც ადრე ვერ აკეთებდა. მას ხვალ თამაში შეუძლია", - თქვა ხორვატმა მწვრთნელმა.


ქართველი მცველი "ტორინოელებს" მოსკოვის "დინამოდან" 3 მილიონ ევროდ შეუერთდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი