"ეს ფეხბურთელის თვისებაა" - დი კანიო კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ეს ფეხბურთელის თვისებაა" - დი კანიო კვარაცხელიაზე საუბრობს

"ეს ფეხბურთელის თვისებაა" - დი კანიო კვარაცხელიაზე საუბრობს
29-09-2023, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

გამოცდილი და ვეტერანი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავზე საუბრობს:

"კვარაცხელიამ ნერვული აფეთქებით ითამაშა, ბურთს საოცარი ძალით არტყამდა, შემდეგ მან გაიტანა, მეკარე ელეგანტური შეხებით მოატყუა. ეს ფეხბურთელის თვისებაა, როცა მეტოქე შეცდომას უშვებს და ამ შეცდომას ისეთი სიზუსტით იყენებს, როგორიც აქამდე არ გინახავს”
- განაცხადა იტალიელმა.

ქართველმა შემტევმა გასულ მატჩში "უდინეზეს" წინააღმდეგ, დიდხნიანი უგოლო ნავსი გატეხა, თავი ერთი გატანილი გოლითა და შესრულებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნაპოლი ექვსი ჩატარებული ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 30 სექტემბერს, "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი