"ხატავს პასებს, რომლებიც რენესანსის ფრესკებს ჰგავს" - საფეხბურთო მედია კვარაცხელიას მორიგ პრუდუქტიულ შეხვედრას ეხმაურება » სპორტის ხაზი

"ხატავს პასებს, რომლებიც რენესანსის ფრესკებს ჰგავს" - საფეხბურთო მედია კვარაცხელიას მორიგ პრუდუქტიულ შეხვედრას ეხმაურება

"ხატავს პასებს, რომლებიც რენესანსის ფრესკებს ჰგავს" - საფეხბურთო მედია კვარაცხელიას მორიგ პრუდუქტიულ შეხვედრას ეხმაურება
17-10-2022, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის სერია ა-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა და მორიგი მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ნეაპოლელთა რიგებში გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საგოლე გადაცემა მიიწერა, ამასთან 21 წლის ტალანტი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც კი დასახელდა.

რა თქმა უნდა ხვიჩას მორიგ პრუდუქტიულ შეხვედრას საფეხბურთო მედიის გამოხმაურება მოჰყვა

Eurosport - "დამანგრეველია! დრიბლინგები და პასები, ის პრაქტიკულად შეუჩერებელია. ხვიჩა ნაპოლის გზამკვლევია, რომელსაც შეუძლია კამპანიელთა გულშემატკივრებს ოცნების საშუალება მისცეს“.

Corriere Della Seria - "ის ყველგან არის, ნაპოლის ყველა შეტევაში. გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ნაპოლის სამივე გოლში მისი დიდი წვლილია“.

Calciomercato - "თავიდანვე„ბოლონიას დაცვისთვის მთავარი საფრთხე იყო. ოსიმენზე საგოლე გადაცემა უბრალოდ სიამოვნებაა“.

Corriere Dello Sport - "ხატავს პასებს, რომლებიც რენესანსის ფრესკებს ჰგავს. მეოცე წუთზე დაინახა დერეფანი და რასპადორის გაუკეთა პასი, ცოტა ხნის შემდეგ პოლიტანოს ისეთი ბურთი გადააწოდა, რომელიც იტალიელს უბრალოდ მხოლოდ კარში უნდა გადაეგზავნა."

Calcionapoli - "მთელი მატჩი გენიალურად ითამაშა, პირველ ტაიმში მეტოქის მცველებს ხშირად ატყუებდა, მეორე ტაიმში გადამწყვეტი იყო და ოსიმენის გოლზე საგოლე პასი გააკეთა."

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩას ამ სეზონში პარტენოპეის მაისურით 14 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი