დოლიძე: "ამ ორ მებრძოლთან მიდის მოლაპარაკებები" » სპორტის ხაზი

დოლიძე: "ამ ორ მებრძოლთან მიდის მოლაპარაკებები"

დოლიძე: "ამ ორ მებრძოლთან მიდის მოლაპარაკებები"
19-09-2023, 09:00
Aa Aa
გაზიარება:

რომან დოლიძეს მოახლოებულ UFC-ს ღონისძიებაზე დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამერიკელი სპორტსმენი ბრძოლას ჩაეხსნა.

ამის გამო, ქართველი მებრძოლი მეტოქეს აქტიურად ეძებს, ხოლო როგორც თავად ამბობს, მოლაპარაკებები 2 სპორტსმენთან აქტიურად მიდის - საუბარია ჯარედ კანონიერსა და რობერტ უიტეკერზე.

ამ თემაზე დოლიძე თავის იუთუბ არხზე საუბრობს:

"ორგანიზაციამ რობერტ უიტეკერისა და ჯარედ კანონიერის ვარიანტები შემომთავაზა. ავსტრალიელს მომავალ წლამდე ბრძოლა არ სურს, ხოლო "გორილას" პასუხის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი. მოლაპარაკებები ორივე სპორტსმენთან მიმდინარეობს და ვნახოთ რა გადაწყდება. თუ კანონიერი მატჩს დასთანხმდა, ჩხუბი წელს შედგება, თუ არა, ყველაფერი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მალე უნდა გაირკვეს. რას ვიზამ, ბრანსონმა დრო დამაკარგვინა, ვერ ვხვდები, რატომ დამთანხმდა ბრძოლაზე, თუ ორგანიზაციიდან წასვლას გეგმავდა," - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, დოლიძე თავისი დივიზიონის რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი