ამსტერდამის "აიაქსმა" ნიდერლანდების ჩემპიონატში მორიგი მატჩი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა . ამსტერდამელები "ტვენტესთან" 1:3 დამარცხდნენ.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შემოვიდა. Sofascore-ს მიხედვით მისი შეფასება - 6.5-ით განისაზღვრა.
"შესაძლოა, ასეთი სურათი ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია. პირველ ტაიმში სრულიად შოკირებული დავრჩი სივერტ მანსვერკის თამაშით, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა და მოედანზე არ გვინახავს აკპომიც, რომელიც ვერც გავიგე, რა პოზიციაზე თამაშობდა" - წერს ფეხბურთელზე ნიდერლანდული მედია ESPN
ქართველმა თავდამსხმელმა ახალი კლუბის შემადგენლობაში მეორედ ითამაშა.