აცრემლებული რიშარლისონი | ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონატს ტოვებს? » სპორტის ხაზი

აცრემლებული რიშარლისონი | ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონატს ტოვებს?

აცრემლებული რიშარლისონი | ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონატს ტოვებს?
16-10-2022, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ანტონიო კონტეს "ტოტენჰემმა" ინგლისის ჩემპიონატში ფრენკ ლამპარდის "ევერტონი" 2:0 დაამარცხა, სადაც ბრაზილიელმა ფორვარდმა, რიშარლისონმა შეხვედრა 52-ე წუთზე მიღებული ტრავმის გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ "დეზების" შემტევმა მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც მან ცრემლები ვერ შეიკავა:

"ვიცი, რომ ახლა საუბარი რთულია, მაგრამ ვნახოთ, გამოვჯანმრთელდები. ორშაბათს კვლევები უნდა ჩავიტარო, თუმცა ახლა სიარულიც კი მიჭირს, დავიცადოთ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე 1 თვე რჩება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ და ცუდი არაფერი მოხდეს, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დავშავდი. მიუხედავად ამისა, ახლა მთავარი ლოდინი და მკურნალობაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე", - რიშარლისონი.

რიშარლისონის გარდა, მის ტრავმაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა: "რასაკვირველია, ის მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშში არ გვეყოლება. რიშარლისონმა წვივის არეში ტკივილი იგრძნო და არ ვიცი რა იქნება, თუმცა, ვფიქრობ, რომ აღდგენისთვის ცოტა დრო დასჭირდება", - ანტონიო კონტე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი